ხაბაროვსკელი მილიარდერის ოჯახის იდუმალი ცხოვრება და საბედისწერო ავარია - როგორ ცხოვრობენ იგორ ნეკლიუდოვის "ოქროს სამეფოს" მემკვიდრე და ქართველი რძალი - კვირის პალიტრა

ხაბაროვსკელი მილიარდერის ოჯახის იდუმალი ცხოვრება და საბედისწერო ავარია - როგორ ცხოვრობენ იგორ ნეკლიუდოვის "ოქროს სამეფოს" მემკვიდრე და ქართველი რძალი

2018 წლის ივ­ლის­ში, ცნო­ბი­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რი იგორ ნეკ­ლი­უ­დო­ვი, 72 წლის ასაკ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­ლდათ.

ბიზ­ნეს­მე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და - ნეკ­ლი­უ­დოვ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს­კომ­პლექ­სის, "ზა­იმ­კას" ირ­გვლივ, მან­ქა­ნით მარ­ტოს გა­ე­სე­ირ­ნა. სა­ერ­თოდ ასე იშ­ვი­ა­თად იქ­ცე­ო­და, ბიზ­ნეს­მენს ყო­ველ­თვის მძღო­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

იმ დღეს ნეკ­ლი­უ­დო­ვი ტუ­რის­ტულ კომ­პლექსში ნელი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რო­დე­საც პა­ტა­რა ბავ­შვი მის მან­ქა­ნას­თან და­ე­ცა. ბავ­შვი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა ფე­ხებ­ზე მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და. მომ­ხდა­რის გამო ნეკ­ლი­უ­დოვ­მა ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა. ბავ­შვის მშობ­ლებს მი­ლი­არ­დერ­თან პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნი­ათ.

მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ავად გახ­და. ასა­კის გამო მას ჰი­პერ­ტენ­ზია აწუ­ხებ­და. ტრა­გი­კულ ღა­მეს მას­თან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა მი­ვი­და, მაგ­რამ ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. ოლი­გარ­ქი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის გამო ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა, რის გა­მოც, ეს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი დად­გა.

ნეკ­ლი­უ­დო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი ქო­ნე­ბა 150-მი­ლი­არდ რუბ­ლამ­დე შე­ფას­და. ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ რუ­სულ მე­დი­ა­ში ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ბიზ­ნეს­მენს სიმ­დიდ­რე კი­ნო­თე­ატ­რე­ბის ქსელ­მა, მსოფ­ლიო დო­ნის ფიტ­ნეს კლუ­ბებ­მა, სა­უ­ნებ­მა და Zaimka Plyusnina-ს ტუ­რის­ტულ­მა კომ­პლექსმა მო­უ­ტა­ნა.

ნეკ­ლი­უ­დო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იმ­პე­რი­ას მისი შვი­ლე­ბი მარ­თავ­დნენ. ქა­ლიშ­ვი­ლი ლა­რი­სა მა­მუ­რი­ნა, ვაჟი დე­ნის ნეკ­ლი­უ­დო­ვი და ნა­თე­სა­ვე­ბი ქსე­ნია, მი­ხა­ი­ლი და ტა­ტი­ა­ნა. თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი აქვთ ბიზ­ნეს­მენ­თან, უც­ნო­ბია.

ლა­რი­სა მა­მუ­რი­ნა შვილ­თან, გრი­შას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში და­სახ­ლდა და არა­სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა. ოლი­გარ­ქის კი­დევ ერთი შთა­მო­მავ­ლო­ბის - დე­ნის ნეკ­ლი­უ­დო­ვის შე­სა­ხებ - ამ დრო­ის­თვის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

გა­ტა­ცე­ბუ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი2010 წელს ნეკ­ლი­უ­დო­ვის 18 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი ანა-მა­რია მა­მუ­რი­ნა (მიმი შე­ლი­ას მული) ხა­ბა­როვ­სკის ცენ­ტრში იყო. გამ­ვლე­ლე­ბის თვალ­წინ უც­ნობ­მა პი­რებ­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გო­გო­ნა ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩას­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან­ქა­ნა ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე დამ­წვა­რი იპო­ვეს.

გამ­ტა­ცებ­ლებ­მა იგორ ნეკ­ლი­უ­დოვს 500 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი მოს­თხო­ვეს, შემ­დეგ კი თან­ხა 100 მი­ლი­ო­ნამ­დე შე­ამ­ცი­რეს. სა­ბო­ლო­ოდ, გამ­ტა­ცებ­ლებ­მა 50 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი მი­ი­ღეს და ანა მა­რია და­აბ­რუ­ნეს. გო­გო­ნამ ხა­ბა­როვ­სკი და­ტო­ვა, მას შემ­დეგ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნეკ­ლი­უ­დო­ვის იმ­პე­რი­ის ერთ-ერთი მემ­კვიდ­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. გააგრძელეთ კითხვა