"ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აგრძელებს უკრაინის ახალი ტერიტორიების მიტაცებას, სადაც მოგვიანებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს" - კვირის პალიტრა

"ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აგრძელებს უკრაინის ახალი ტერიტორიების მიტაცებას, სადაც მოგვიანებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს"

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აგრძელებს უკრაინის ახალი ტერიტორიების მიტაცებას, სადაც მოგვიანებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

მათივე ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს უფროსის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლომდე მათი მიზანია დონეცკის ოლქის სრულიად აღება.

ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარებმა დაიკავეს უკიდურესი პოზიციები ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით და განაგრძეს ბრძოლა ქალაქის აღმოსავლეთით და სამხრეთით. ამასთან, მათ განახორციელეს შეზღუდული შეტევა იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით, სავარაუდოდ იზიუმ-სლავიანსკის ხაზის უკანა ნაწილის უზრუნველსაყოფად.

IPN