"სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი. ჩემი ბიჭების, ჰო, ბიჭების მამა" - რას წერს თათია შარანგია მეუღლესთან დაშორებაზე? - კვირის პალიტრა

"სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი. ჩემი ბიჭების, ჰო, ბიჭების მამა" - რას წერს თათია შარანგია მეუღლესთან დაშორებაზე?

პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია და ბიზ­ნეს­მე­ნი სან­დრო შე­ლია და­შორ­დნენ. პირ­ვე­ლად ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. შე­ლია წერ­და, რომ ათწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მძი­მე და მტკივ­ნე­უ­ლი იყო, თუმ­ცა კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი...

გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი თა­თია შა­რან­გი­ა­მაც გა­ა­კე­თა, თუმ­ცა პი­ა­ნის­ტმა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­კუ­თარ გა­მომ­წე­რებს უპა­სუ­ხა. რო­გორც ჩანს, ქალი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე დას­მულ­მა კი­თხვებ­მა და­ღა­ლა...

"უამ­რა­ვი კი­თხვაა სან­დროს­თან და­კავ­ში­რე­ბით. სან­დრო არის ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ახლო ადა­მი­ა­ნი. ჩემი ბი­ჭე­ბის, ჰო, ბი­ჭე­ბის მამა. მისი მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმ არაჩ­ვე­ი­ლებ­რი­ვი 10 წლის­თვის, რაც ერ­თად გა­ვი­ა­რეთ.

ვრჩე­ბით არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­გობ­რე­ბად. ვრჩე­ბით ერ­თმა­ნე­თის უპი­რო­ბო მხარ­დამ­ჭე­რე­ბად. რაც მთა­ვა­რია, ეს გვერ­დში დგო­მა, რა­საც ერ­თმა­ნეთს ვპირ­დე­ბით, არა­სო­დეს იქ­ნე­ბა ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბი. ერ­თმა­ნე­თის სი­ტყვის ფასი ორი­ვემ კარ­გად ვი­ცით. მო­მა­ვა­ლი ჩვენს ხელ­შია. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ხელ­ში და ის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე", - წერს შა­რან­გია.

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და სან­დრო შე­ლი­ას ერთი სა­ერ­თო ვაჟი ჰყავთ. ჟურ­ნა­ლისტს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ლაშა შე­ვარ­დნა­ძეს­თან ორი ვაჟი - ედუ და სანი შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი ჰყავს. კი­დევ ერთ ვაჟს ზრდის სან­დრო შე­ლია პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან.