კრემლი „უკიდურესად უარყოფითს“ უწოდებს ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა Russia Today-ის აკრძალვას - კვირის პალიტრა

კრემლი „უკიდურესად უარყოფითს“ უწოდებს ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა Russia Today-ის აკრძალვას

კრემლი „უკიდურესად უარყოფითს“ უწოდებს ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მაუწყებლის Russia Today-ის აკრძალვას. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ საპასუხოდ მსგავს ზომებს მიიღებს დასავლური მედიის წინააღმდეგ.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ Russia Today-ს არ შეუძლია ევროპაში მუშაობა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ტელეარხი მაუწყებლობას განაახლებს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის სასამართლომ მხარი დაუჭირა ევროგაერთიანების მიერ რუსული ტელეარხის წინააღმდეგ მარტში დაწესებულ აკრძალვას.

ბრიუსელმა Russia Today უკრაინაში რუსეთის ქმედებების შესახებ სისტემატური დეზინფორმაციის გამო აკრძალა.