საუკუნის პროექტი - რიკოთის გზის მშენებლობა „თეგეტა რენტალსის“ მხარდაჭერით ხორციელდება - კვირის პალიტრა

საუკუნის პროექტი - რიკოთის გზის მშენებლობა „თეგეტა რენტალსის“ მხარდაჭერით ხორციელდება

საქართველოს ჩქაროსნული გზის მშენებლობის ერთ-ერთი გარდამტეხი პროექტი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებაა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მონაკვეთის დაფარვა განახევრებულ დროში იქნება შესაძლებელი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, „თეგეტა რენტალსი“, საუკუნის პროექტის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ სამუშაოები ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ჩაატარა, სადაც სპეციალურად პროექტისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციადაა დაყოფილი. 51.6 კმ-იანი გზა 96 ხიდისა და 53 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. „თეგეტა რენტალსმა“ სამუშაოები სამ სხვადასხვა უბანზე განახორციელა.

„ჩვენთვის რიკოთის საავტომობილო გზის მოდერნიზების პროექტში ჩართვა ნამდვილად საამაყოა. „თეგეტა რენტალსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია წვლილის შეტანა სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმართულ მსგავს პროექტებში. ორ მთავარ მონაკვეთზე, საერთო ჯამში, ჩვენი ათამდე ერთეული ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მათ შორის, JCB-ის ორი უახლესი ექსკავატორი, რომლითაც სამუშაოები ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ჩატარდა. უბისა-შორაპნის მონაკვეთის ურთულესი რელიეფისთვის კი თურქეთიდან XCMG-ის 130 ტონა ტვირთამწეობის ამწე ჩამოვიყვანეთ და ჩვენი გუნდის წარმომადგენლების დახმარებით სამუშაოები წარმატებით განვახორციელეთ“, - აცხადებს ლევან ვარშანიძე, „თეგეტა რენტალსის“ დირექტორი.

294877897-600129914796977-8091876769146970382-n-1658929723.jpg

„თეგეტა რენტალსი“ აქტიურად არის ჩაბმული მესამე სექციის, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მოდერნიზებაშიც, სადაც სამუშაოებს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ აწარმოებს. პარტნიორობის ფარგლებში „თეგეტა რენტალსი“ მშენებლობის პროცესში სპეციალური ტექნიკის მიწოდებას უზრუნველყოფს და გამოცდილი ოპერატორების დახმარებით პროცესებს შეუფერხებლად მართავს.

„მოგეხსენებათ, რომ რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და სამუშაოებს ძალიან რთულ მონაკვეთებზე ვახორციელებთ. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც შესაბამისი რესურსი ექნებოდა, მშენებლობის ბოლომდე ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი. „თეგეტა რენტალსის“ წარმომადგენლებმა შეძლეს ყველა საჭირო ტექნიკით ჩვენი მომარაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის გუნდი სრულად ჩაერთო პროცესებში და მათი დახმარებით სამუშაოები დათქმულ ვადებში ხორციელდება“, - ჩენგ ხიანგი, „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ წარმომადგენელი.

რიკოთის ავტომაგისტრალის პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო, მისი ღირებულება 2 მილიარდ ლარს აჭარბებს. პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს.

----

„თეგეტა რენტალსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა რენტალსი“ 2019 წელს სამშენებლო ბაზრის ხელშეწყობის მიზნით დაარსდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი სახის სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის იჯარას გამოცდილი ოპერატორებით, როგორც დღიური, ისე გრძელვადიანი საჭიროებისთვის. კომპანიის საქმიანობაში შედის სპეციალური ტექნიკით მომსახურება მიწის სამუშაოებისა და ინერტული მასალების ტრანსპორტირების მიმართულებით. „თეგეტა რენტალსი“ ბაზარზე მსოფლიო წამყვანი ბრენდების უახლეს მოდელებს წარადგენს. მათ შორის: Man, JCB.