"ივანიშვილის წერილში არ წერია, რომ ამერიკა გვთხოვდა ომში ჩართვას" - როგორ აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული წერილის შინაარს? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის წერილში არ წერია, რომ ამერიკა გვთხოვდა ომში ჩართვას" - როგორ აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული წერილის შინაარს?

ივანიშვილმა ეს წერილი დაწერა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შვეიცარიული ბანკისგან ფულს მიიღებს, თავი იგრძნო ძლიერად და მიხვდა, რომ რეალურად არაფერი არ ემუქრება. ჩემი აზრით, ივანიშვილს შეეშინდა, რომ "კრედიტ სუისის" მიერ მისთვის თანხის გაყინვას ჰქონდა სხვა მიზეზი, არამხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური, არამედ გეოპოლიტიკური, - ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს.

მისივე შეფასებით, ივანიშვილმა კარგად გამოიყენა "ქართული ოცნებიდან“ სამი ადამიანის გასვლის სპექტაკლი, რადგან პირადად მას ვერავინ დააბრალებს, რომ ამერიკას ადანაშაულებს.

"ივანიშვილის წერილში არ წერია, რომ ამერიკა გვთხოვდა ომში ჩართვას, შესაბამისად მას ამ რიტორიკას ვერავინ დააბრალებს, წერილში წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს რადგან ძალიან ფრთხილი ადამიანია.

ყველაზე საინტერესოა, რომ წერილის გამოქვეყნება დაემთხვა ბერმუდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შვეიცარიული ბანკს დააკისრა ივანიშვილისთვის 400 მილიონის გადახდა. ივანიშვილმა ეს წერილი დაწერა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შვეიცარიული ბანკისგან ფულს მიიღებს, თავი იგრძნო ძლიერად და მიხვდა, რომ რეალურად არაფერი არ ემუქრება.

ჩემი აზრით, ივანიშვილი შეშინდა, რომ "კრედიტ სუისის“ მიერ მისთვის თანხის გაყინვას ჰქონდა სხვა მიზეზი, არამხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადგილი ჰქონდა ბანკის მხრიდან არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას, ივანიშვილმა კი ჩათვალა, რომ ამის უკან გეოპოლიტიკა იდგა.

ივანიშვილმა კარგად გამოიყენა "ქართული ოცნებიდან“ სამი ადამიანის გასვლის სპექტაკლი, პირადად მას ვერავინ დააბრალებს, რომ ამერიკას აბრალებს რაღაცას.

მგონია, რომ ივანიშვილი ამ წერილით ამერიკასაც მიმართავს დავწყნარდეთ და შევრიგდეთო, არსებობს საზღვრები და მადლობა ღმერთს, რომ წითელი ხაზი ამერიკასთან ურთიერთობებში არ გადაიკვეთა“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

"ინტერპრესნიუსი"