"უკრაინა თანდათან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდება" - კვირის პალიტრა

"უკრაინა თანდათან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდება"

უკრაინა თანდათან გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ ვემზადებით ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდისთვის ევროკავშირში მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ასეთი ომისა, რეკორდულ დროში ჩვენ უკრაინის ენერგოქსელის მთელი ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირება უზრუნველვყავით. ჩვენი ექსპორტი საშუალებას გვაძლევს გვქონდეს არა მარტო სავალუტო შემოსავალი, არამედ ასევე დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს, გაუძლონ რუსეთის ენერგეტიკულ ზეწოლას. ჩვენ თანდათან უკრაინას შიდა ენერგიის წარმოებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად ვაქცევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა დააანონსა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე კვირის მეორე ნახევარში.

„პირველ რიგში, ეს ეხება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნას, მაგრამ არა მხოლოდ ეს. იქნება მეტი ღონისძიება, იქნება მეტი სიახლე. ჩვენ ყოველ კვირას ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვაკეთებთ იმას, რაც გვაახლოებს ევროკავშირთან და ჩვენ ყოველ კვირეულად დამატებით ძალებს უზრუნველვყოფთ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე.

IPN