"HIMARS-ის დროულმა ჩამოსვლამ უკრაინის თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას შეუწყო ხელი" - გენერალი ზალუჟნი - კვირის პალიტრა

"HIMARS-ის დროულმა ჩამოსვლამ უკრაინის თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას შეუწყო ხელი" - გენერალი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ კანადის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ უეინ ეირთან იარაღისა და აღჭურვილობის შემდგომი მიწოდების თემა განიხილა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საუბარი 27 ივლისს ტელეფონით შედგა.

„მადლობა გადავუხადე მას, პირადად კანადის პრემიერ-მინისტრს და მთელ კანადელ ხალხს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებისთვის. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ იარაღის და აღჭურვილობის შემდგომი მიწოდების პროგრესი და მოცულობა“, - თქვა ზალუზნიმ.

ზალუჟნიმ ასევე კომენტარი გააკეთა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, M142 HIMARS-ის დროულმა ჩამოსვლამ, რომლებსაც ზუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლიათ მტრის სამეთაურო პუნქტებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებზე, ხელი შეუწყო უკრაინის მიერ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას.

IPN