"ეს ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა" - ქეთი მელუას მეორე ქმარი ნახევრად ქართველია: ოჯახის პირველი კომენტარი მომღერლის ორსულობის გამოცხადების შემდეგ
ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ბავშვს ელოდება.
ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს და ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც მუცელიც ეტყობა.
წერს, რომ ორსული პირველ ტურნეს ციურიხში გამართავს.
"ჩვენ აქ ვართ, გუნდი, რომელიც ზაფხულის ტურნეს გზას დაადგა. ეს იქნება ჩემი, როგორც ორსულის პირველი ტურნე. ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა დავწერე. მივდივართ ციურიხში, სტრასბურგში, გერმანიის ექვს ქალაქსა და პალანგაში. ვაპირებ, რომ გავაკეთო ვიდეო დღიური, რათა აღვწერო ჩვენი მოგზაურობა და კონცერტები" - წერს ქეთი მელუა.
როგორც ცნობილია, ქეთის პირად ცხოვრებაზე ბოლო წლებში მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. წერდნენ, რომ მომღერალი ქმარს, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა. თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციას ოჯახი უარყოფდა.
რა ხდება ამჟამად ცნობილი მომღერლის ცხოვრებაში, ამის შესახებ ქეთის ბაბუა, ამირან მელუა გვესაუბრება, რომელსაც ქეთი პატარაობიდან განსაკუთრებით ემეგობრება:
- ქეთი ძალიან კარგად არის, ხშირად მირეკავს და აგვისტოში საქართველოში ჩამოდის... ყველაზე გასახარი ის არის, რომ უკვე შვიდი თვის ორსულია და ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა ეგ იყო, ქეთის შვილის დაბადებას მოვსწრებოდი.
- მისი მეუღლის შესახებ რას გვეტყვით?
- ქეთის ჰყავდა მეუღლე, რომელიც სპორტსმენი იყო, მაგრამ მას მალევე გაშორდა... ახლა გათხოვდა მეცნიერზე, რომელიც დოქტორია, ნახევრად ქართველი... სახელი და გვარი ვერ დავიწერე და ზეპირად აღარ მახსოვს. ოლივერი ქვია, ოლის ეძახიან... უცხოური სახელი და გვარი აქვს. გააგრძელეთ კითხვა