ლევან კობიაშვილს შვილი შეეძინა - რა დაარქვეს პატარას?
ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი გოგონას მამა გახდა.
როგორც მისი მეგობრების მიერ გავრცელებული ვიდეობიდან ირკვევა, პატარა ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.
ლევან კობიაშვილმა და ნინა ილურიძემ შვილს ელენე დაარქვეს.
ცნობისათვის, ლევან კობიაშვილი საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავმჯდომარე, ბრენდ შეფია. საზოგადოებამ ის რამდენიმე წლის წინ კულინარიული გადაცემა „მასტერშეფით“ გაიცნო, სადაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლავთ, კონსტანტინე თედელურთან, ლუკა ნაჭყებიასთან და თეკუნა გაჩეჩილაძესთან ერთად.
ნინა ილურიძე დაოჯახებული გახლდათ და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
წლების მანძილზე ქორწინებაში იყო ლევან კობიაშვილიც. მისი მეუღლე კონდიტერი თიკო მიქაბერიძე გახლდათ. შეფს პირველი ქორწინებიდან 21 წლისა და 11 წლის ვაჟები ჰყავს.