"ხარებას" მომღერალი უჩა ვალიშვილი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ხარებას" მომღერალი უჩა ვალიშვილი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლ "ხა­რე­ბას" მომ­ღე­რა­ლი და გურ­ჯა­ა­ნის სა­ხელ­მწი­ფო თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი უჩა ვა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ის 35 წლის იყო. უჩა მძი­მე სენს ებ­რძო­და.

მას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­ექ­მნა. ამის შემ­დეგ თურ­ქეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­უ­ტარ­და ორი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია კუ­ჭზე.

ბოლო პე­რი­ოდ­ში მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის უკი­დუ­რე­სად დამ­ძი­მე­ბის გამო, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, სა­ჭი­რო გახ­და მისი გა­დაყ­ვა­ნა თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში. უჩას და­სახ­მა­რებ­ლად თით­ქმის მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ან­და. ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტიც.

ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი დარ­ჩა.

kvirispalitra.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლი მომ­ღერ­ლის ოჯახს.