"არ დამავიწყდება თქვენი ერთი ლიდერის პასუხი, როცა მიშას აქციებზე ველაპარაკებოდი, რუსთავი ჩვენი პრიორიტეტი არააო" - რას საყვედურობს ჟორჟოლიანი მელიას? - კვირის პალიტრა

"არ დამავიწყდება თქვენი ერთი ლიდერის პასუხი, როცა მიშას აქციებზე ველაპარაკებოდი, რუსთავი ჩვენი პრიორიტეტი არააო" - რას საყვედურობს ჟორჟოლიანი მელიას?

ცოტა ხნის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­წო­და, ნუ მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "უნი­ჭოდ დად­გმულ სპექ­ტაკლში".

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ერთი ნა­წი­ლის მხრი­დან ორ­კესტრი­რე­ბუ­ლად ის­მის კი­თხვე­ბი - სად არის პარ­ტია, რას აკე­თებთ, რას აპი­რებთ, მო­ი­ფიქ­რეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­სნის მე­ქა­ნიზ­მი.

რო­გორც მე­ლია ამ­ბობს, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­საყ­ვა­ნად ბევ­რი კეთ­დე­ბა, თუმ­ცა "მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს - ოლი­გარ­ქის ტყვე­ო­ბი­დან უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ქვე­ყა­ნა".

ნა­ხეთ ნიკა მე­ლი­ას მი­მარ­თვა

აღ­ნიშ­ნულ პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და გარ­კვე­უ­ლი ახ­სნა მო­ი­თხო­ვა პარ­ტი­ის ლი­დე­რის­გან, თუ რას გუ­ლის­ხმობ­და გან­ცხა­დე­ბა­ში:

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: "აბ­ზა­ცი რომ მიშა მო­ი­ფიქ­რებ­და რა­მეს მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის ტყვე­ო­ბი­დან და­სახ­სნე­ლად, ბუნ­დო­ვა­ნია. (რბი­ლად რომ ვთქვა) რას გუ­ლის­ხმობ? და რა­მეს აბა­თი­ლებს ეეგ?"

ნიკა მე­ლია: და რა­მის გა­ბა­თი­ლე­ბას ვცდი­ლობ? პირ­და­პირ და რბი­ლად თქმის გა­რე­შე გან­ვმარ­ტე, რომ ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე არ ხდე­ბა რე­ჟი­მის პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ არ­სე­ბობ­დეს ამ 10 წლის მან­ძილ­ზე თით­ქმის ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ ლი­დერს, არ მო­უ­წევ­და ცი­ხის გზის გავ­ლა. არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი გა­მო­სა­ვა­ლი - რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ა­ლი­ა­ნი: ნიკა, აქ სა­უ­ბა­რია რას ვა­კე­თებთ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის­თვის, რამ­დენ­ჯერ ვახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნად ვაქ­ტი­უ­რობთ მათი თე­მის ირ­გვლივ. ვინც არ უნდა იყოს ის, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით მი­შა­სი. ხო, გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი მი­ზე­ზის გამო.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მიშა რომ თბი­ლის­ში ყო­ფი­ლი­ყო, გა­ცი­ლე­ბით უფრო სხვაგ­ვა­რი იქ­ნე­ბო­და მისი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შენს, გი­გის და ნე­ბის­მი­ე­რის პა­ტიმ­რო­ბის მი­მართ, ვიდ­რე მიშა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში იყო.

ეს შენ არ გე­ხე­ბა, მაგ­რამ არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა თქვე­ნი ერთი ლი­დე­რის პა­სუ­ხი, როცა რუს­თავ­ში მი­შას აქ­ცი­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რუს­თა­ვი ახლა ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი არა­აო. კი­დევ ბევ­რი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც ერთხელ აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა სა­ჯა­რო.

ambebi.ge