"როცა ბიუჯეტში 95 მილიონს ვიხდი, კიდევ მე მივიდე სანახავად? თუ უნდათ აქეთ მოვიდნენ, თუ არადა მე არ მწყინს" - კვირის პალიტრა

"როცა ბიუჯეტში 95 მილიონს ვიხდი, კიდევ მე მივიდე სანახავად? თუ უნდათ აქეთ მოვიდნენ, თუ არადა მე არ მწყინს"

"ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­თან გა­ნი­სა­ზღვრე­ბა წე­ლი­წად­ში 95 მი­ლი­ო­ნით და მე ვის­თან უნდა მი­ვი­დე სა­ნა­ხა­ვად"- ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა თემურ ჭყო­ნი­ამ რა­დიო "პა­ლიტ­რი­სა" და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა საქ­მე­ში გა­ნა­ცხა­და.

მან ბიზ­ნეს­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის არ­სე­ბულ პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

"პო­ლა­რი­ზა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ბიზ­ნესს შო­რის არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ბიზ­ნეს­მენ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს და ეს არ ნიშ­ნავს, რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ისი­ნი. ასეთ ადა­მი­ა­ნებს უფრო ქვეყ­ნის მოყ­ვა­რუ­ლად ვთვლი. არ­სე­ბობს ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. მა­გა­ლი­თად კახა კა­ლა­ძე... ასე­ვე ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი, და­ნარ­ჩენ­თან არ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა," - აღ­ნიშ­ნა ჭყო­ნი­ამ.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა სურ­ვი­ლი სხვებ­თან შეხ­ვედ­რის და ისი­ნი არ შეხ­ვდნენ - ბიზ­ნეს­მენ­მა უპა­სუ­ხა, რომ „

"თუ ვინ­მეს ნახ­ვა უნდა ჩვენ არაჩ­ვე­ულბ­რივ ბიზ­ნე­ში ვართ. მოკ­რძა­ლე­ბულ ციფრს და­ვა­სა­ხე­ლებ... ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­თან გა­ნი­სა­ზღვრე­ბა წე­ლი­წად­ში 95 მი­ლი­ო­ნით და მე ვის­თან უნდა მი­ვი­დე სა­ნა­ხა­ვად. როცა ბი­უ­ჯეტ­ში ვიხ­დი 95 მი­ლი­ონს, მე მი­ვი­დე კი­დევ სა­ნა­ხა­ვად. თუ უნ­დათ აქეთ მო­ვიდ­ნენ, თუ არა­და მე არ მწყინს, რად­გან არის კა­ტე­გო­რია ვის­თა­ნაც მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს საკ­მა­რი­სია ენერ­გი­ი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის.

თუმ­ცა არი­ან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მა­ში არი­ან იმის გამო რომ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არი­ან, ესეც არაა პრობ­ლე­მა. ეს ყველ­გან ხდე­ბა. ზოგს უყ­ვარს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ზოგს არა, ეს გე­მოვ­ნე­ბის თე­მაა და არაა სა­წყე­ნი, მე სა­ერ­თოდ არ მაქვს დის­კომ­ფორ­ტი ამის გამო,“ - გა­ნა­ცხა­და ჭყო­ნი­ამ.

ნა­ხეთ ვი­დეო: