ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა გვასალია "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით United24-ის ელჩად დაასახელა - რას წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა გვასალია "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით United24-ის ელჩად დაასახელა - რას წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში?

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის United24-ის ელჩი გახდა "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„BALENCIAGA-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით”,-აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

„მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“ - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, United24 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივაა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო შემოწირულობებს აგროვებს.

"ინტერპრესნიუსი"