"ჩემი სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი ცხვარიჭამიში მოკლულ ახალგაზრდაზე? - კვირის პალიტრა

"ჩემი სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი ცხვარიჭამიში მოკლულ ახალგაზრდაზე?

ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი (ბუკა) პეტ­რი­აშ­ვი­ლი ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ექსმი­ნის­ტრი მი­რი­ან კუ­კა­ვას ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია.

"ჩემი მუ­დამ მომ­ღი­მა­რი, მხი­ა­რუ­ლი, ლაღი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, კე­თი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მი­რი­ა­ნი" - წერს პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა გუ­შინ ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის იუ­ბი­ლის აღ­ნიშ­ვნის დროს მოკ­ლეს. გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მცხე­თის პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის მო­ნა­წი­ლე მო­ზარ­დე­ბი და მათი მშობ­ლე­ბიც.

"დი­ლით გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი. ისე­თი კარ­გი ბიჭი იყო. და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და ვი­ღა­ცამ გა­უ­ყა­რა დანა გულ­ში. მი­მა­ლავ­დნენ, ახლა მი­თხრეს. გა­და­სა­რე­ვი ბავ­შვი... პო­ლი­ცი­ა­ში არი­ან ჩემი შვი­ლე­ბიც ახლა. ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლი, არჩვე­უ­ლებ­რი­ვი, წე­სე­რი, თბი­ლი, ტკბი­ლი ბავ­შვი" - ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი "ტვ პირ­ველ­თან".

მი­რი­ან კუ­კა­ვა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ცნო­ბი­ლი ექი­მის, ნინო ვა­შა­კი­ძის შვი­ლია. სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რად­გან მან მი­მალ­ვა მო­ას­წრო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ასევე დაგაინტერესებთ:

"მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის შვილია" - ვინ არის და რა დეტალები ხდება ცნობილი ცხვარიჭამიაში მოკლულ ბიჭზე?