მეგი გოგიტიძის სოჭში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა ელის მის მოსკოვურ გასტროლს? - კვირის პალიტრა

მეგი გოგიტიძის სოჭში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა ელის მის მოსკოვურ გასტროლს?

სოჭ­ში, რეს­ტო­რან Ресторан Lucky Dze-ში და­გეგ­მი­ლი მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა. ანონ­სი, რომ 29 ივ­ლისს ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი კონ­ცერტს გა­მარ­თავ­და, კვი­რა­ზე მე­ტია, რაც გო­გი­ტი­ძის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნი ლინ­კი აქ­ტი­უ­რი აღარ არის. ამ ეტაპ­ზე მოქ­მე­დია მოს­კო­ვის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნი ლინ­კი. რო­გორც ჩანს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის გა­უქ­მდე­ბა თუ არა სა­ღა­მო რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში.

სოჭ­ში კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კლუ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ. ჩვენს კი­თხვა­ზე გა­უქ­მდა თუ არა მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტი სოჭ­ში, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი ვკი­თხეთ და ავუხ­სე­ნით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ვწერ­დით, მათ ჩვენს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა აღარ ისურ­ვეს.

მოს­კოვ­სა და სოჭ­ში მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტე­ბის ანონ­სი შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მომ­ღერ­ლის ამ ნა­ბიჯს კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვდა. ბა­თუმ­ში ერთ-ერ­თმა კლუბ­მა მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტი გა­ა­უქ­მა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას მომ­ღე­რა­ლი აგ­რე­სი­უ­ლად შეხ­ვდა.

"ჩემს გა­უქ­მე­ბულ კონ­ცერტს სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს და­ვი­ვი­წყებ, ისე ქმნით ჩემ­გან გმირს, რომ ვერც იაზ­რებთ."

"წლე­ბია, რუ­სეთ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ, მრა­ვა­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რე... ჯობ­და ვამ­პი­რებს არ დამ­სგავ­სე­ბუ­ლი­ყა­ვით."

"მგო­ნი, კი­დევ ვერ იაზ­რებთ, რას და­ე­ტა­კეთ... დრო გაჩ­ვე­ნებთ თქვენ ნამ­დვილ მო­ღა­ლა­ტე­ებს და სა­მარ­ცხვი­ნო ადა­მი­ა­ნებს." გააგრძელეთ კითხვა

ვიდეო იხილეთ ლინკზე