“Batumi Discount Card” - ის განახლებული ბარათით აჭარაში ტურისტებს 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ - კვირის პალიტრა

“Batumi Discount Card” - ის განახლებული ბარათით აჭარაში ტურისტებს 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ

აჭარაში დასვენებისას ტურისტებს განახლებული ფასდაკლებების ბარათით „Batumi Discount Card” შეუძლიათ ისარგებლონ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, ჯომარდობა და ზიპლაინი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი, საბაგირო გზა „არგო“ იმ 50-მდე ტურისტულ ობიექტს შორისაა, სადაც ტურისტებს “Batumi Discount Card”-ით 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ.

ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card არის ერთიანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომელშიც თავმოყრილია აჭარის რეგიონში არსებული საინტერესო ტურისტული ობიექტები, რომლებიც ტურისტებს 10-40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. გარდა კონკრეტულ ობიექტებზე ფასდაკლებებისა ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 მგზავრობას, უფასო სიმბარათს 1 GB ინტერნეტით ანგარიშზე, ბათუმის ტურისტულ რუკებსა და გზამკვლევებს. Batumi Discount Card-ის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალიხებაა მოინახულონ უფრო მეტი ტურისტული ობიექტები რეგიონში დასვენებისას.

ბარათის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავასებულია ვებპორტალზე https://visitajara.com/ka/discounts. ფასდაკლებების ბარათები შეძენა როგორც ონლაინ ვებ-გვერდზე, ისე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია შესაძლებელი. ბარათის განახლება ყოველწლიურად ხდება, მას ემატება ახალი ობიექტები და სერვისები, იხვეწება ტურისტულ ობიექტებთან თანამშრომლობის პირობები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოსა და პოპულარულს ხდის.