მაია სანდუს განცხადებით, თუ რუსეთი შეეცდება თავს დაესხას მოლდოვას, დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს - კვირის პალიტრა

მაია სანდუს განცხადებით, თუ რუსეთი შეეცდება თავს დაესხას მოლდოვას, დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს

მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუ კონფლიქტი უკრაინაში მის ტერიტორიაზეც გავრცელდება, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდება.

„შეშფოთებულები ვართ. განვიხილავთ ყველაზე პესიმისტურ სცენარებს. შესაბამისად, ვემზადებით კიდეც ყველა სცენარისთვის. ვითარებაში, როდესაც რუსეთი შეეცდება თავს დაესხას მოლდოვის რესპუბლიკას, ჩვენ, მოვითხოვთ დახმარებას“,- განაცხადა მაია სანდუმ.

IPN