რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს - კვირის პალიტრა

რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს

26 ივ­ლისს ცნო­ბილ­მა რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ფი­ლიპ კირ­კო­როვ­მა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია გა­მარ­თა. შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, რო­მე­ლიც ღიად უჭერს მხარს პუ­ტი­ნის აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას, ოკუ­პან­ტებ­სა და მკვლე­ლებს 'გმი­რე­ბი“ უწო­და. ამის შემ­დეგ კი მოლ­დო­ვა­ში შეს­ვლა სცა­და, სა­დაც არ შე­უშ­ვეს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კირ­კო­რო­ვი კი­ში­ნი­ოვ­ში 28-29 ივ­ლი­სის ღა­მეს ჩა­ვი­და. VIP დარ­ბა­ზი­დან გა­სას­ვლელ­ში მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მას ეკ­რძა­ლე­ბო­და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა. ის ღამე მომ­ღე­რალ­მა აე­რო­პორ­ტის დარ­ბაზ­ში გა­ა­თე­ნა.

კი­ში­ნი­ო­ვის აე­რო­პორ­ტში მი­ვი­და ად­ვო­კა­ტი აუ­რე­ლიუ კო­ლენ­კო, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მოლ­დო­ვე­ლი დე­პუ­ტა­ტის, მა­რი­ნა ტა­უ­ბე­რის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს უძღვე­ბა. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ კირ­კო­რო­ვი კი­ში­ნი­ოვ­ში ად­ვო­კა­ტე­ბის მიწ­ვე­ვით ჩაფ­რინ­და, რათა ტა­უ­ბე­რის საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა. და­კა­ვე­ბულს ბრა­ლად ედე­ბა პარ­ტი­ის უკა­ნო­ნო და­ფი­ნან­სე­ბა და ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის დარ­ღვე­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ტა­უ­ბე­რი 19 ივ­ნისს, კი­ში­ნი­ო­ვის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე კონ­ცერტს ამ­ზა­დებ­და, რო­მელ­შიც კირ­კო­როვ­საც უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მას 200 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და. ასე­ვე კონ­ცერ­ტზე უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო რუსი რე­პე­რი მორ­გენშტერ­ნი, რო­მელ­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰო­ნო­რა­რის სა­ხით 60 ათა­სი დო­ლა­რი მი­ი­ღო. კონ­ცერ­ტი პო­ლი­ცი­ის აკ­რძალ­ვის გამო არ შედ­გა, თუმ­ცა, მოლ­დო­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ღერ­ლებს სა­ფა­სუ­რი არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. 19 ივ­ნისს კონ­ცერ­ტის ნაც­ვლად, კი­ში­ნი­ოვ­ში, პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც 40 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გააგრძელეთ კითხვა