"სრული განუკითხაობაა, ადამიანების სიცოცხლეზეა აქ საუბარი, წახდა მართლა ეს ქვეყანა უპატრონობით" - ალეკო ელისაშვილი გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"სრული განუკითხაობაა, ადამიანების სიცოცხლეზეა აქ საუბარი, წახდა მართლა ეს ქვეყანა უპატრონობით" - ალეკო ელისაშვილი გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიაზე

გუ­და­ურ­ში დღეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე პირი პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას კლდეს და­ე­ჯა­ხა და და­შავ­და. მათ და­სახ­მა­რებ­ლად ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნით მაშ­ვე­ლე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, თუმ­ცა ვერ­ტფმ­რენ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რაპ­ლა­ნით გად­მოხ­ტო­მი­სას ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წი­ნაც მოხ­და.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ გუ­და­ურ­ში პა­რაპ­ლა­ნე­ბის ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი ქა­ო­სი და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა:

"გუ­და­ურ­ში პა­რაპ­ლა­ნე­ბის ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სრუ­ლი ქა­ო­სი და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა. სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ ერთ თვე­ში უკვე მე­ო­რე უმ­ძი­მე­სი ინ­ცინ­დენ­ტი მოხ­და.

სპორ­ტის და ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტრომ არ­ქე­ო­ლო­გე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გაყ­რის ნაც­ვლად მარ­თლა საქ­მე გა­ა­კე­თოს და შე­ი­მუ­შა­ვოს ლი­ცენ­ზი­ე­ბი და და­ა­წე­სოს ყო­ველ­დღი­უ­რი უმ­კაც­რე­სი კონ­ტრო­ლი ფრე­ნებ­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზეა აქ სა­უ­ბა­რი და არა უბ­რა­ლოდ ცაში ნარ­ნარ­ზე. ოდეს­მე გა­ა­კე­თე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი რა­მეს ამ ქვე­ყა­ნა­ში? წახ­და მარ­თლა ეს ქვე­ყა­ნა უპატ­რო­ნო­ბით", - წერს ელი­საშ­ვი­ლი.