რას ამბობდა წლების წინ ზაზა ლორია, მფრინავი, რომელიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

რას ამბობდა წლების წინ ზაზა ლორია, მფრინავი, რომელიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა

გუ­და­ურ­ში დღეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ჩა­მო­ვარ­და ვერ­ტმფრე­ნი, სა­და­ცა პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­დნილ­თა და­სახ­მა­რებ­ლად წა­სუ­ლი მაშ­ვე­ლე­ბი და ეკი­პა­ჟის სხვა წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბორტზე სულ 8 ადა­მი­ა­ნი იყო. მათ შო­რის, ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 2 მაშ­ვე­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 2 მე­დი­კო­სი.

გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ერთ ერთი მფრი­ნა­ვი ზაზა ლო­რი­აა. ის გა­მოც­დი­ლი მფრი­ნა­ვი იყო, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ან­დობ­დნენ ურ­თუ­ლეს სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებს.

წლე­ბის წინ ზაზა ლო­რი­ამ "იმე­დის გმი­რებ­ში" თა­ვი­სი სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გა­იხ­სე­ნა ერთ-ერთი რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მა­შინ მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და: "სა­ერ­თოდ, ვერ­ტმფრენს უკ­ნი­დან როცა უბე­რავს ქარი, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, ყო­ველ­თვის შევ­დი­ვართ წინა მხრი­დან რო­დე­საც გვი­ბე­რავს ქარი, მაგ­რამ მთებ­ში ის ძა­ლი­ან ხში­რად იც­ვლე­ბა და აი, დაჯ­დო­მის მო­მენ­ტში შე­იც­ვა­ლა ქარი და ვერ­ტმფრენ­მა ვარ­დნა და­ი­წყო.

ერთი რაც მო­ვას­წა­რით, ეს უკვე წა­მე­ბის ამ­ბა­ვი იყო რომ შე­მოგ­ვეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა ვერ­ტმფრე­ნი და გა­დაგ­ვეგ­დო ხე­ო­ბა­ში და მოგ­ვცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა იმ ერ­თმა, ორმა წამ­მა რომ გა­მოვმძვრა­ლი­ყა­ვით და წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით.

რო­დე­საც ბრუნ­დე­ბი და აა­ნა­ლი­ზებ, სად იყა­ვი, რა გა­ა­კე­თე, მა­შინ უფრო არის ში­შის გრძნო­ბა, ვიდ­რე ფრე­ნის დროს და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს", - ამ­ბობ­და მფრი­ნა­ვი.