"ქვეყნის მმართველს რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს, დასეირნობს, ხოლო ხალხს რომელიც დღეს და ღამეს ასწორებს სხვების გადასარჩენად არცერთი თანამედროვე ვერტმფრენი არ ჰყავს"
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
უწყების ცნობით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარ ტრაგედიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
"თქვენი არ ვიცი და მე კი მინდა ომი იმასთან რომ ამ ქვეყნის მმართველს რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს, რითაც დასეირნობს იქით-აქეთ უსაფრთხოდ, ხოლო ხალხს რომელიც მის 10 წლით მართულ ქვეყანაში დღეს და ღამეს ასწორებს სხვების გადასარჩენად არცერთი თანამედროვე ვერტმფრენი არ ყავს. მინდა ომი ამ სასტიკ ცინიზმთან და უთანასწორობასთან", - აღნიშნავს დოლიძე.