"ვინ იცის როგორ შეგეშინდა, როგორ სასტიკად მოგექცა განგება" - რას წერს გუდაურში დაღუპულ ექიმზე გიორგი აფციაური? - კვირის პალიტრა

"ვინ იცის როგორ შეგეშინდა, როგორ სასტიკად მოგექცა განგება" - რას წერს გუდაურში დაღუპულ ექიმზე გიორგი აფციაური?

"ჩვენო ღიმილიანო, როგორ ვლოცულობდი თითოეული თქვენთაგანის გადარჩენაზე და თურმე უშედეგოდ, ვინ იცის როგორ შეგეშინდა, როგორ სასტიკად მოგექცა განგება, ღმერთო, კიდე არ მჯერა, რომ იმ წყეულ ხევში დასრულდა შენი ხალისიანი სიცოცხლე. მადლობა შენი გმირობისთვის" - წერს გუდაურში გარდაცვლილ მედიკოსზე მოქალაქე გიორგი აფციაური.

ექიმი, ქეთი გულაგაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში იჯდა.

გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.