ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების შემთხვევა ესპანეთში დაარეგისტრირეს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ განმარტებით, ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, რომელიც აფრიკის ფარგლებს მიღმა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, გუშინ ბრაზილიაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.