"არ მივცემთ სახელმწიფოს უფლებას, რომ ჯოხი ვერტმფრენის და პარაპლანის პილოტებზე გადატეხოს..." - მარიამ ბაბუნაშვილი - კვირის პალიტრა

"არ მივცემთ სახელმწიფოს უფლებას, რომ ჯოხი ვერტმფრენის და პარაპლანის პილოტებზე გადატეხოს..." - მარიამ ბაბუნაშვილი

"არ მივ­ცემთ სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბას, რომ ჯოხი გა­და­ტე­ხოს პი­ლოტ­ზე, რო­მე­ლიც მარ­თავ­და ვერ­ტმფრენს და პი­ლო­ტებ­ზე, რო­მე­ლიც დაფ­რი­ნა­ვენ პა­რაპ­ლა­ნით" - ამის შე­სა­ხებ პა­რაგ­ლა­ი­დინ­გის ფე­დე­რა­ცი­ის პი­ლოტ­მა მა­რი­ამ ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მომ­ხდარ­ში წვლი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მი­უ­ძღვის, რად­გან გა­მარ­თუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნე­ბი არ ჰყავთ.

"რო­გორც ვიცი, ვერ­ტმფრე­ნის პი­ლო­ტი საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი იყო, თუმ­ცა რო­დე­საც ვერ­ტმფრე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ვინც ავი­ა­ცი­ა­ში ვერ­კვე­ვით, ვი­ცით, რომ მი-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნი არ არის სამ­ხედ­რო არა­მა­ნევ­რუ­ლი ვერ­ტმფრე­ნი, რომ­ლის დაშ­ვე­ბა ასეთ პა­ტა­რა მან­ძილ­ზე არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა.

ასე­თი ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის იქ დაშ­ვე­ბა იყო ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და ამას სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი. ვხე­დავ­დი პი­ლო­ტი რამ­დე­ნი ხანი ფიქ­რობ­და მი­სუ­ლი­ყო თუ არა იქ და მათი ოჯა­ხის წევ­რებს მინ­და ვუ­თხრა, რომ მათი სა­ხით ჰყავთ გმი­რე­ბი. მათ იცოდ­ნენ რა რის­კზე მი­დი­ოდ­ნენ, იცოდ­ნენ, რომ ამ ვერ­ტმფრე­ნით შეს­ვლა იქ შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და მა­ინც გა­რის­კეს. (გააგრძელეთ კითხვა)