"მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ" - გადარჩენილი პარაპლანისტის დედა გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ" - გადარჩენილი პარაპლანისტის დედა გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს

გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­რაპ­ლა­ნის­ტის დედა გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებს ბო­დიშს უხ­დის და უსამ­ძიმ­რებს.

მისი თქმით, ყვე­ლას პა­ტი­ე­ბას სთხოვს, ვისი ოჯა­ხის წევ­რიც მისი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად მი­ვი­და და და­ი­ღუ­პა.

"ვინც ჩემი შვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად მი­ვი­და და მის გამო და­ი­ღუ­პა, მათ ოჯა­ხებს დიდ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ და მუხ­ლმოდ­რე­კი­ლი ვე­ვედ­რე­ბი, მა­პა­ტი­ეთ. მე ჩემი შვი­ლი აღარ მე­დარ­დე­ბო­და, როცა ვუ­ყუ­რებ­დი, რა დღე­ში ჩა­ვარ­და ამ­დე­ნი ხალ­ხი", - ამ­ბობს და­შა­ვე­ბუ­ლის დედა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ გუ­და­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ორი პი­რის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნილ­მა ვერ­ტმფრენ­მა მარ­თვა და­კარ­გა და ჩა­მო­ვარ­და.

და­ი­ღუ­პა ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე მყო­ფი 8-ვე პირი, რო­მელ­თა შო­რის ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი, შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 2 მაშ­ვე­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 2 მე­დი­კო­სია. ამას­თან გარ­დაც­ვლი­ლია უცხო­ე­ლი პა­რაპ­ლა­ნის­ტიც. პა­რაპ­ლან­ზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე კი, რო­მე­ლიც და­შავ­და, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.