ბრიტანეთში რუსეთის საელჩო „აზოვის“ პოლკის დატყვევებული მებრძოლების სიკვდილით დასჯას მოითხოვს - კვირის პალიტრა

ბრიტანეთში რუსეთის საელჩო „აზოვის“ პოლკის დატყვევებული მებრძოლების სიკვდილით დასჯას მოითხოვს

ბრიტანეთში რუსეთის საელჩო „აზოვის“ პოლკის დატყვევებული მებრძოლების სიკვდილით დასჯას მოითხოვს, სიკვდილით დასჯის ფორმად კი ჩამოხრჩობას მიუთითებს. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აზოვის“ პოლკში ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან და დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ.

„აზოვის“ „ბოევიკები“ სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, მაგრამ სიკვდილს არა ჩაცხრილვით, არამედ ჩამოხრჩობით, იმიტომ რომ ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ელენოვსკის კოლონია დაიბომბა, რის შედეგადაც რუსმა „ბოევიკებმა“ 50 უკრაინელი სამხედრო ტყვის, მათ შორის „აზოვის“ მებრძოლების გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.