"ერთი თვის წინ, როცა ხევსურეთში ჩავრჩი MI8-ით ჩამოგვიყვანეს... მეგობარმა მაშინ მითხრა, რომ არსებობდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის საფრთხე" - რას იხსენებს მოქალაქე? - კვირის პალიტრა

"ერთი თვის წინ, როცა ხევსურეთში ჩავრჩი MI8-ით ჩამოგვიყვანეს... მეგობარმა მაშინ მითხრა, რომ არსებობდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის საფრთხე" - რას იხსენებს მოქალაქე?

ნინო კო­და­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ერთი თვის წი­ნან­დელ ამ­ბავს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც MI8-ის ვერ­ტმფრე­ნით ის და მისი და ხევ­სუ­რე­თი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს:

"ერთი თვის წინ, როცა ხევ­სუ­რეთ­ში ჩავ­რჩი ჩემს მცი­რე­წლო­ვან დას­თან ერ­თად, სწო­რედ მაგ MI8-ით მო­ხერ­ხდა ჩვე­ნი გა­მოყ­ვა­ნა.. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლებ­მა იმუ­შა­ვეს სას­წა­უ­ლად, და­უ­ღა­ლა­ვად, რაც მთა­ვა­რია 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ჩვენ­თან ხაზ­ზე, ამოწ­მებ­დნენ ჩვენს ლო­კა­ცი­ას და ყვე­ლა­ნი სახ­ლში მშვი­დო­ბით დაგ­ვაბ­რუ­ნეს. მაგ­რამ.. არის აქ ერთი ძა­ლი­ან დიდი მაგ­რამ.

რო­დე­საც ხევ­სუ­რე­თი­დან უკვე დუ­შეთ­ში დაჯ­და ვერ­ტმფრე­ნი და ხაზ­ზე ვი­ყა­ვი, მე­გობ­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბა დამ­ხვდა, რომ არ ავ­სუ­ლი­ყა­ვი ამ ვერ­ტმფრენ­ში და დავ­ლო­დე­ბო­დი რამ­დე­ნი­მე დღე გზის გაჭ­რას, რად­გან არ­სე­ბობ­და რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის. მა­შინ გა­მე­ღი­მა, უკვე მშვი­დო­ბით ვი­ყა­ვით მეც, ჩემი დაც და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბიც. დღეს როცა, იმა­ვე ტი­პის ვერ­ტმფრენ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და, გა­ვი­აზ­რე, რომ რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა და მაშ­ვე­ლებ­მა არა­მარ­ტო მშვი­დო­ბით დაგ­ვაბ­რუ­ნეს, არა­მედ იმ­ხე­ლა ნდო­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს, რომ საფრ­თხის გან­ცდა მთლი­ა­ნად გაგ­ვიქ­რეს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ვერ­ტმფრე­ნი არის სხვა ტი­პის ვერ­ტმფრე­ნი და ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი გაგ­ვაჩ­ნია, რომ მო­მა­ვალ­ში ასე­თი ტრა­გე­დია თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის აკ­რძალ­ვა არა­ფერ შუ­ა­ში არ არის იმას­თან, რომ ქვე­ყა­ნას არ გა­აჩ­ნია სა­მაშ­ვე­ლო/სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ვერ­ტმფრე­ნი და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერმ­ტფ­რე­ნის ხარ­ჯზე წი­რავს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის ფა­სად რის­კა­ვენ თი­თო­ე­უ­ლი აფ­რე­ნით და ხდე­ბა ის ტრა­გე­დია, რაც დღეს მოხ­და..." - წერს კო­და­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ გუ­და­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ორი პი­რის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნილ­მა ვერ­ტმფრენ­მა მარ­თვა და­კარ­გა და ჩა­მო­ვარ­და.

და­ი­ღუ­პა ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე მყო­ფი 8-ვე პირი, რო­მელ­თა შო­რის ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი, შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 2 მაშ­ვე­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 2 მე­დი­კო­სია. ამას­თან გარ­დაც­ვლი­ლია უცხო­ე­ლი პა­რაპ­ლა­ნის­ტიც. პა­რაპ­ლან­ზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე კი, რო­მე­ლიც და­შავ­და, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. (წყარო)