"გულწრფელად ვინანიებ ჩადენილს... მე წვეულებამდე მირიან კუკავას არ ვიცნობდი" - რას ჰყვება ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ჩვენებაში? - კვირის პალიტრა

"გულწრფელად ვინანიებ ჩადენილს... მე წვეულებამდე მირიან კუკავას არ ვიცნობდი" - რას ჰყვება ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ჩვენებაში?

ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მოკ­ლუ­ლი 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბას "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, წვე­უ­ლე­ბამ­დე კუ­კა­ვას არ იც­ნობ­და და მისი სა­ხე­ლი და გვა­რიც მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი.

"გულ­წრფე­ლად ვი­ნა­ნი­ებ ჩემს მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას, რა­საც მოჰ­ყვა მი­რი­ან კუ­კა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მე წვე­უ­ლე­ბამ­დე მას არ ვიც­ნობ­დი. მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ჩემი მძი­მე ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ შემ­წევს უნა­რი გი­პა­სუ­ხოთ და ვი­სა­უბ­რო მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით" - აცხა­დებს და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბა­ში.

შემ­თხვე­ვა ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა მე­გობ­რის - ქე­თა­თო არა­ბუ­ლის სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც სუფ­რას­თან ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა მი­რი­ან კუ­კა­ვას გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი კი მი­მალ­ვა­ში თით­ქმის ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის და­სა­კა­ვებ­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვეს. მათ ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ, რის შემ­დე­გაც, მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო მათ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე დღეს­ვე იმ­სჯე­ლებს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.