ჯო ბაიდენს კვლავ კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორ გრძნობს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტი? - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენს კვლავ კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორ გრძნობს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტი?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტს, ჯო ბა­ი­დენს კვლავ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თეთ­რი სახ­ლი ავ­რცე­ლებს.

პრე­ზი­დენ­ტის ექი­მი კე­ვინ ო'კო­ნო­რი ამ­ბობს, რომ ეს არის შებ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი გვხვდე­ბა პრე­პა­რატ "პაქსლო­ვი­დით' მკურ­ნა­ლო­ბის დროს.

ბა­ი­დენს არ აქვს ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი და თავს კარ­გად გრძნობს.

ექი­მი ო'კო­ნო­რი ამ­ბობს, რომ ჯო ბა­ი­დე­ნის კო­ვი­დის ტეს­ტმა რამ­დენ­ჯერმ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა, რის შემ­დე­გაც პა­სუ­ხი კვლავ და­დე­ბი­თი იყო.

თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­ი­დენს კო­რონ­ვირუ­სი 21 ივ­ლისს და­უ­დას­ტურ­და.