ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ სამოქალაქო პირებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ სამოქალაქო პირებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა სამოქალაქო პირს, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ ცხოვრობს, ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ვიდეომიმართვისას უკრაინის პირველმა პირმა რეგიონში ინტენსიური ბრძოლების შესახებ გააფრთხილა.

"რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის რეგიონს ახლა, მით უფრო ნაკლები ადამიანის მოკვლის დრო ექნება რუსეთის არმიას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ შესაძლებლობას, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე და მაქსიმალურად შევზღუდოთ რუსული ტერორი“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"