"კანალიზაციის ჭას ასუფთავებდა, ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა" - მარნეულში ორი ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა - კვირის პალიტრა

"კანალიზაციის ჭას ასუფთავებდა, ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა" - მარნეულში ორი ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საკანალიზაციო ჭაში 2 პირი ჩავარდა.

გავრცელებული ცნობით, მუშა, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში არსებული კანალიზაციის ჭას ასუფთავებდა, ჭაში ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა, თუმცა ამოსვლა ვერც მან მოახერხა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ჭიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

ორივე გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

„ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"