რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დოქტრინას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის ყველაზე დიდ საფრთხეებად სახელდება - კვირის პალიტრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დოქტრინას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის ყველაზე დიდ საფრთხეებად სახელდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ სამხედრო-საზღვაო დოქტრინას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის ყველაზე დიდ საფრთხეებად სახელდება.

55-გვერდიან დოკუმენტს, კრემლის ლიდერმა ხელი საზღვაო ძალების დღეს მოაწერა.

მასში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფართო სტრატეგიული მიზნებია ასახული, მათ შორის ოფიციალური მოსკოვის „დიდი საზღვაო ძალის“ ამბიცია, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის მთავარი საფრთხე „მსოფლიო ოკეანეებზე დომინირების აშშ-ის სტრატეგიული პოლიტიკაა“, ისევე როგორც, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ალიანსის ახლო მოძრაობა.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია თავისი სამხედრო ძალა მსოფლიო ოკეანეებში არსებული სიტუაციის შესაბამისად გამოიყენოს, თუ სხვა რბილი ძალები, როგორიცაა დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტები, ამოწურული იქნება.

გარდა ამისა, დოქტრინაში ხაზგასმულია, რომ დღევანდელი რუსეთი ძლიერი ფლოტის გარეშე ვერ იარსებებს და მოსკოვი მსოფლიო ოკეანეებში თავის ინტერესებს მტკიცედ დაიცავს.

"ინტერპრესნიუსი"