"მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად... უკრაინაში ყველაფერი საქართველოს გამო დატოვა" - ლიზა იასკო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად... უკრაინაში ყველაფერი საქართველოს გამო დატოვა" - ლიზა იასკო განცხადებას ავრცელებს

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნე­ლი მე­უღ­ლე, ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­ქეყ­ნებს და სა­ა­კაშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ წერს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს ვი­კა­ვებ. მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად.

უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს გამო და­ტო­ვა. იმ დროს, როცა ის ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში, ის იქ იქ­ნე­ბო­და მთე­ლი ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ახლა მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მთე­ლი თა­ვი­სი ენერ­გია და­უთ­მოს პო­ლი­ტი­კას.

ახლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია მისი ცხოვ­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ", - წერს ლიზა იას­კო. გააგრძელეთ კითხვა