86 წლის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე საცურაო კოსტიუმში - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერლის შვილიშვილი - კვირის პალიტრა

86 წლის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე საცურაო კოსტიუმში - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერლის შვილიშვილი

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ქარ­თუ­ლი სცე­ნის დე­დო­ფა­ლი, ნანი ბრეგ­ვა­ძე ახ­ლა­ხან 86 წლის გახ­და. ის წლე­ბია რაც მსმე­ნე­ლის გულს არა მხო­ლოდ სიმ­ღე­რით იპყრობს, არა­მედ არის­ტოკ­რა­ტუ­ლი სი­ლა­მა­ზით.

ქალ­ბა­ტო­ნი ნანი ყო­ველ­თვის ფორ­მა­შია და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მომ­ღერ­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე "ინ­სტაგ­რამ­ზე" ბე­ბი­ის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­შია აღ­ბეჭ­დი­ლი.

nani-58325-1659293860.jpg

ნანი ბრეგ­ვა­ძე რამ­დე­ნი­მე წლის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა და მუ­დამ იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში ყოფ­ნი­სა და მა­რა­დი­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ი­დუმ­ლო გა­ამ­ხი­ლა. მომ­ღერ­ლის თქმით, მას ძა­ლი­ან უყ­ვარს ცურ­ვა და ასე­ვე წლე­ბია იო­გას მის­დევს.

"დიდი ხნის წინ. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვვარ­ჯი­შობ­დი, თავ­ზეც ვდგე­ბო­დი, მერე კი და­მე­ზა­რა. ახლა თავ­ზე რომ დავ­დგე, ვე­ღა­რა­ვინ ამა­ყე­ნებს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მარ­ტივ ვარ­ჯიშს ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ. თა­ვის დრო­ზე ჩემ­მა მე­უღ­ლემ მომ­ხიბ­ლა იო­გა­თი. მხო­ლოდ მე კი არა, მთე­ლი "ორე­რა" აი­ყო­ლია. ის ხში­რად გვა­კი­თხავ­და გას­ტრო­ლებ­ზე და ბი­ჭებ­საც ავარ­ჯი­შებ­და. ვფიქ­რობ, იო­გას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ყე­ლის იო­გე­ბი რომ გა­მი­მაგრდა, თუმ­ცა, ალ­ბათ, ეს გე­ნე­ტი­კის "ბრა­ლი­ცაა", - ამ­ბობ­და მომ­ღე­რა­ლი.

წყარო