"ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი გვყავს" - თალიბანსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა - კვირის პალიტრა

"ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი გვყავს" - თალიბანსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

თალიბანსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.­

ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, თალიბებმა განაცხადეს, რომ მათი ერთ-ერთი ჯარისკაცი აღნიშნულ დაპირისპირებაში დაიღუპა, რომელიც ავღანეთის ნიმროზის პროვინციასა და ირანის ჰირმანდის რეგიონს შორის სასაზღვრო ზონაში მოხდა.

ამასთან, თითოეულმა ქვეყანამ მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულა.

"ჩვენ ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი გვყავს", - განაცხადა ნიმროზის პოლიციის სპიკერმა.

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა განაცხადა, რომ ბრძოლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანის ძალებმა თავიანთი დროშის აღმართვა სცადეს იმ "რაიონში, რომელიც ავღანეთის ტერიტორია არ არის".

IPN