"პიანისტი დაღუპული შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა" - რას წერს თამარ ივერი? - კვირის პალიტრა

"პიანისტი დაღუპული შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა" - რას წერს თამარ ივერი?

მუსიკოსი, პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა - ამის შესახებ თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს.

„ორი კვირის წინ, ქალს შვილი დაეღუპა ტრაგიკულად. მოტოციკლეტის ავარიით. დედამ შვილის პიტბული მასთან წამოიყვანა და ასეთი ტრაგიკული ფინალი... პიტბული უკიდეგანოდ ერთგულია მისი პატრონის და ეტყობა ჩათვალა, რომ ამ ქალმა დააშორა ის მის პატრონს. არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ მთელი ამერიკის მედია შეძრა ამ ამბავმა.

სიტყვები უძლურია ასეთ ტრაგედიასთან. ეს ძაღლი ამ ბიჭის ტანსაცმელზე არ აკიდებინებდა ხელს, იპარავდა და მათზე ეძინა თურმე.

ეს ძაღლიც თავისი ერთგულების მსხვერპლი გახდა და ეს მარინაც ასე დაღუპა, ღმერთო.

ადგილზე მოუკლავს პოლიციას... მაგრამ რაღა დროსი იყო.

საოცრად მიყვარს ძაღლები, მაგრამ მებრძოლი ძაღლების პანიკურად მეშინია“, - წერს თამარ ივერი.