"ვისაც ძალიან გიხარიათ, რუსების, როგორც "გამდიდრების" წყაროს შემოდინება... მდიდრდებიან ისევ მსხვილი ვაჭრები" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე - კვირის პალიტრა

"ვისაც ძალიან გიხარიათ, რუსების, როგორც "გამდიდრების" წყაროს შემოდინება... მდიდრდებიან ისევ მსხვილი ვაჭრები" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე რუსი ტუ­რის­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"შე­საძ­ლოა, გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად ჟღერ­დეს ვინ­მეს­თვის, ყა­ვის ფა­სით რომ ვსა­ზღვრავ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ ჩემი ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტი ესაა და მისი გავ­ლით ვხე­დავ ყო­ველ­დღი­ურ გა­სა­ჭირს. თა­ნაც მა­გა­ლი­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­მოდ­გე­ბო­და, მხო­ლოდ ყავა ხომ არ ძვირ­დე­ბა. "სპარ­ში" 250 გრა­მი­ა­ნი "ლა­ვა­ცას" ქი­ლის ფასი 35 ლარი დამ­ხვდა. წინა თვე­ში 30-მდე იყო გაზ­რდი­ლი. სწრა­ფი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით აძ­ვი­რე­ბენ არა 50 თეთ­რით, ან ლა­რით, არა­მედ 4-4, ან 5-5 ლა­რით. მეს­მის, ომია და ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა თავ­და­ყი­რა, მაგ­რამ დო­ლა­რის გა­ი­ა­ფე­ბა რომ პრო­დუქტს თუ არ აია­ფებს, იგი­ვე ფასს მა­ინც არ უტო­ვებს, მი­ზე­ზი რუსი "დევ­ნი­ლე­ბის­თვის" მირ­თმე­უ­ლი ფა­სე­ბი უნდა იყოს.

ვინ ზა­რალ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა. მა­ინც რომ გა­ერ­კვეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ვი­საც ძა­ლი­ან გი­ხა­რი­ათ, რუ­სე­ბის, რო­გორც "გამ­დიდ­რე­ბის" წყა­როს შე­მო­დი­ნე­ბა. მდიდ­რდე­ბი­ან ისევ მსხვი­ლი ვაჭ­რე­ბი, თო­რემ მო­ლა­რის­თვის კი არ გა­უზ­რდი­ათ ხელ­ფა­სი. და­ნარ­ჩე­ნებს კი ცოტა ხან­ში აღარც ფული ექ­ნე­ბა, აღარც მიწა და აღარც ქარ­თუ­ლი ენა. ამ უკა­ნას­კნე­ლის მოს­პო­ბა კი სა­ქარ­თვე­ლოს მოს­პო­ბას ნიშ­ნავს.

ხოდა, ეს მა­ინც შევ­ძლოთ, ვე­ლა­პა­რა­კოთ რუ­სებს ქარ­თუ­ლად. აწი ეგე­ნი აღარ წავ­ლენ და ქარ­თუ­ლი მა­ინც ვას­წავ­ლოთ, ვიდ­რე მათ გაგ­ვა­რუ­სონ და სა­ხელ­მწი­ფო ენად გა­მოგ­ვი­ცხა­დონ რუ­სუ­ლი მალე.

ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც ამ­დე­ნი ტუ­რის­ტია, მიმ­ტა­ნებ­მა და სხვა სერ­ვი­სე­ბის პერ­სო­ნალ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ენა, ინ­გლი­სუ­რიც კი იშ­ვი­ა­თად იცი­ან, მაგ­რამ არ მოვმკვდარ­ვარ შიმ­ში­ლით, გა­და­სა­რე­ვად გა­მოვ­ხა­ტავ­დი ჩემს გრძნო­ბებს ისე, არ­ცერ­თხელ არ შეშ­ლი­ათ, რა მინ­დო­და და სულ გრა­ცი­ას, გრა­ცი­ა­სით ვას­რუ­ლებ­დით ტკბილ ურ­თი­ერ­თო­ბას." - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".