"ერთადერთი, ვინც მაშინ ყურადღებას მაქცევდა, მამუკა ონაშვილი იყო" - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი - კვირის პალიტრა

"ერთადერთი, ვინც მაშინ ყურადღებას მაქცევდა, მამუკა ონაშვილი იყო" - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი

მომ­ღე­რა­ლი, პრო­დი­უ­სე­რი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"პა­ტა­რა ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ბნელ 90-ია­ნებ­ში. მა­შინ ჩემს პრო­ფე­სი­ას აზრი არ ჰქონ­და. არ­ვინ მი­ჭერ­და მხარს, იმ შავ ბნე­ლეთ­ში, რა სიმ­ღე­რა, რის სიმ­ღე­რა...მა­შინ მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტის­ტი იყო. ერ­თა­დერ­თი, ვინც ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცევ­და და ჩემი ნერ­ვი ჰქონ­და იყო მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი. ამი­ტომ მა­მუ­კა­ზე სულ ეს ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბა მაქვს, რამ­დე­ნად უშუ­ა­ლო და გულ­კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მშვი­დო­ბით ძვირ­ფა­სო მე­გო­ბა­რო, წარ­მო­უდ­გენ­ლად დაგ­ვწყვი­ტე გული. ძა­ლი­ან ადრე წახ­ვე­დი...", - წერს სტე­ფა­ნე "ფე­ის­ბუქ­ში".

მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. იგი 2 დღის წინ ნა­ტახ­ტარ­თან ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რის შე­დე­გა­დაც მძი­მედ და­შავ­და. მომ­ღე­რა­ლი "პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში" მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც, ონაშ­ვი­ლი მძღო­ლის გვერ­დით იჯდა, დაბ­რუნ­და. სა­ჭეს 22 წლის ბიჭი მარ­თავ­და, რო­მე­ლიც სა­ა­ვამდყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ambebi.ge