8 აგვისტოდან აკაკი წერეთლის ოთხტომეული გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად
გამომცემლობა „პალიტრა L“ 8 აგვისტოდან აკაკი წერეთლის ოთხტომეულის გამოცემას იწყებს. ტომეულში თავმოყრილი იქნება პროზა, პოეზია, დრამატურგია და წერილები.
წიგნები თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასი - 13.50 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15.50 ლარი. პირველი ტომის შეძენა შესაძლებელი იქნება 8 აგვისტოდან პრესის გავრცელების წერტილებში, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, წიგნები ხელმისაწვდომი იქნება საიტზე - www.palitral.ge