"არ შემეძლო, თბილისში არ ჩამოსვულიყავი..." - ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე გუდაურში დაღუპულ მაშველებზე - კვირის პალიტრა

"არ შემეძლო, თბილისში არ ჩამოსვულიყავი..." - ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე გუდაურში დაღუპულ მაშველებზე

რა­მაზ დავ­ლა­ძე, რო­მელ­მაც ბა­თუმ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვი­სას ოჯა­ხის ოთხი წევ­რი და­კარ­გა, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, რათა გუ­და­ურ­ში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­როს. ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

"ჩემი ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად ბრძო­ლა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა თი­თო­ე­ულ­მა მაშ­ველ­მა, ამ გმირ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და მე რომ არ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, არ შე­მეძ­ლო. ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა, რომ გერ­დით და­ვუდ­გე და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს. ის დღე, როცა ჩვენს თავს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, თით­ქმის აღარც მახ­სოვს, მაგ­რამ ის კად­რე­ბი და­მა­მახ­სოვ­რდა კარ­გად, ქუ­ჩა­ში რომ იყ­ვნენ გა­მო­ფე­ნი­ლე­ბი ეს ბი­ჭე­ბი და ტრო­ტუ­არ­ზე რომ ის­ხდნენ, იწ­ვნენ, ის­ვე­ნებ­დნენ... ჩემი ბავ­შვის სა­წოლ­ზე ის­ხდნენ, რად­გან სხვა ად­გი­ლი არ იყო. ჩემი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­გათ მა­ლო­ბას ვე­რა­სო­დეს გა­და­ვუხ­დი. ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლი ხალ­ხია მაშ­ვე­ლე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბი თქვენს გა­და­სარ­ჩე­ნად და თქვენ რომ კარ­გად იყოთ, იმა­ზე არი­ან მუ­დამ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა ეს... დიდი და­ნაკ­ლი­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა" - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ დავ­ლა­ძემ.

გუ­და­ურ­ში სა­მაშ­ვე­ლო ვეტრმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნი­სას და­ღუ­პუ­ლე­ბი უკვე გა­და­ას­ვე­ნეს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სუ­ლი წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის რა­მაზ დავ­ლა­ძის ოჯა­ხის ოთხი წევ­რი. მან ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მე­უღ­ლე და ძმა და­კარ­გა.

იხილეთ ვიდეო: