"თბილისი, ბოლო დროს, ხაჭაპურიანი მოსკოვი გახდა..." - რას წერს საქართველოში მცხოვრები უცხოელი ჟურნალისტი - კვირის პალიტრა

"თბილისი, ბოლო დროს, ხაჭაპურიანი მოსკოვი გახდა..." - რას წერს საქართველოში მცხოვრები უცხოელი ჟურნალისტი

თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ანა­ლი­ტი­კო­სი ნეილ ჰა­უ­ე­რი "ტვი­ტერ­ში" აქ­ვეყ­ნებს პოსტს, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს.

"თბი­ლი­სი, ბოლო დროს, ხა­ჭა­პუ­რი­ა­ნი მოს­კო­ვი გახ­და. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის განმვა­ლო­ბა­ში ისე ვი­ა­რე ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­ში, რომ ქარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი არ გა­მი­გია. სწო­რედ ამ ფაქ­ტმა მი­ბიძ­გა პოს­ტის და­წე­რა", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნეილ ჰა­უ­ე­ე­რი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის როლ­ზე), ასე­ვე პო­ლი­ტი­კი­სა და კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხებ­ზე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში.

გუ­შინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი რუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის 7%-ზე ნაკ­ლე­ბია.

მან ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რუსი შე­მო­დის და რომ ეს შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის 10%-ს შე­ად­გენ­დეს, კო­ბა­ხი­ძე ასე უპა­სუ­ხა:

"ახლა გაჩ­ვე­ნებთ, თუ რა დო­ნის ტყუ­ი­ლებს ავ­რცე­ლებს თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია. თქვენ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ავ­რცე­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი, თქვეს, რომ 10% არი­ან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მთლი­ა­ნად რომ ავი­ღოთ, შე­მოს­ვლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მერე ხომ გა­დი­ან და ნაშ­თი რჩე­ბა ამის მე­ა­თე­დი, შე­მოს­ვლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც რომ ავი­ღოთ, არის სულ მო­სახ­ლე­ო­ბის 7%-ზე ნაკ­ლე­ბი, მხო­ლოდ შე­მოს­ვლის და ნაშ­თი რომ აი­ღოთ, 1%-ც შე­იძ­ლე­ბა არ იყოს, ამ­ბობთ 10%-ს და ასე იქ­მნე­ბა მარ­ტი­ვად "ფე­ი­კე­ბი“ და ეს არის მარ­ტი­ვი ტყუ­ი­ლი, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია ავ­რცე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ჟურ­ნა­ლისტს.

ambebi.ge