სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდი ხვალაც, 16:00 საათიდან გაიმართება.

მომღერალს ხუთშაბათს, 4 აგვისტოს,14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა.