"1 კილო კიდევ დაკლებული აქვს, ასე თუ გაგრძელდა, დიდ ხანს ვერ გაძლებს - პოლიტიკაზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ" - კვირის პალიტრა

"1 კილო კიდევ დაკლებული აქვს, ასე თუ გაგრძელდა, დიდ ხანს ვერ გაძლებს - პოლიტიკაზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ ფორმით თუ გაგრძელდება, რაც დღეს არის, დიდხანს ვერ გაძლებს.

როგორც ალასანია განმარტავს, სააკაშვილს ფსიქოლოგიური მდგომარეობა მისი ჯანმრთელობის შესაბამისი აქვს.

"სუსტად იყო. 1 კილო კიდევ დაკლებული აქვს. ასე თუ გაგრძელდა მისი მდგომარეობა, დიდ ხანს ვერ გაძლებს, ფსიქოლოგიური განწყობაც შესაბამისია, არაფერი კარგი...პოლიტიკაზე ჩვენ საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ამ მდგომარეობაში, როცა ადამიანი ჩემ თვალწინ უკან-უკან მიდის, საკმაოდ ბევრია დიაგნოზი დასმული...“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, პატიმრისთვის სასჯელი არაერთხელ გადაუვადებიათ, თუმცა, სააკაშვილის შემთხვევაში, ეს ასე არ ხდება.

"ამაზე უარესი შემთხვევა არ არსებობს. არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა სასჯელი გადაუვადებიათ. სხვათა შორის, ძალიან მძიმე შემთხვევების დროსაც გადაუვადებიათ, მაგალითად, როცა ადამიანი ვთქვათ, მკვლელია და ა.შ.“, - განაცხადა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"