"ეს ჭორია, არც ჩემი ქმარია მდიდარი და არც მე... ბიძა მყავს მდიდარი, ბავშვობიდან მათამამებდა... ხათუნასი ყველას ეშინოდა, მარტო მე არა, ჩემს მეგობრებსაც" - კვირის პალიტრა

"ეს ჭორია, არც ჩემი ქმარია მდიდარი და არც მე... ბიძა მყავს მდიდარი, ბავშვობიდან მათამამებდა... ხათუნასი ყველას ეშინოდა, მარტო მე არა, ჩემს მეგობრებსაც"

მომ­ღე­რალ­მა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ "ტვ პირ­ვე­ლის“ გა­და­ცე­მა­ში "შუ­ა­დღე Live" ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ თუ რო­გო­რი შვი­ლი და მე­უღ­ლეა, ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მისი მე­უღ­ლე უმ­დიდ­რე­სია.

კი­თხვას, თუ რო­გო­რი შვი­ლია ნინი, მომ­ღე­რა­ლი ასე პა­სუ­ხობს:

"მინ­და, რომ უფრო მეტი გა­ვა­კე­თო ვიდ­რე დღეს ვა­კე­თებ. სამ­წუ­ხა­როა, რომ არ მომ­ცა ცხოვ­რე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­მა­ჩე­მის­თვი­საც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი კარ­გი შვი­ლი. თუ დღეს მე კარ­გი შვი­ლი მქვია, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. იმ­დე­ნი ჩადო ჩემ­ში... მე ვთვლი, რა­საც დას­თეს, იმას იმკი და სა­ბედ­ნი­ე­როდ, უკვე მე ვცდი­ლობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი გა­ვუ­კე­თო დე­დას.

მაქვს ნამ­დვი­ლად პრე­ტენ­ზია, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი ვარ, ერ­თგუ­ლი, უღა­ლა­ტო, ჩემ­თვის ტყუ­ი­ლი და ღა­ლა­ტი არ არ­სე­ბობს მე­გობ­რო­ბა­ში, ჩემ­თვის მე­გობ­რო­ბა იგი­ვე ოჯა­ხია და ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი ამ ურ­თი­ერ­თბებს“, - ამ­ბობს ნინი.

მი­სი­ვე თქმით, ბო­ლოს მა­შინ იტი­რა, როცა დე­დას, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას "კვან­ძი აღ­მო­აჩ­ნდა.“

მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, მისი აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლი თეთ­რი ფე­რი­საა - "ყვე­ლა­ზე სუფ­თა ალ­ბათ, იმი­ტომ რომ სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, იქ ღმერ­თია და ღმერ­თი ჩემ­თვის ნა­თე­ლი ფე­რე­ბია, თეთ­რი, სუფ­თა. ვცდი­ლობ, რომ ვიყო კარ­გი მე­უღ­ლე, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი. მე ადა­მი­ა­ნებ­თან ყო­ველ­თვის ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს - რო­გო­რიც მე მინ­და რომ ჩემ­თან იყონ, ისე­ვე ვექ­ცე­ვი ზუს­ტად ადა­მი­ა­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, ვთვლი, რომ ნორ­მა­ლუ­რი მე­უღ­ლე ვარ.“

ხა­თუ­ნა სა­შინ­ლად მკაც­რი იყო. ყვე­ლას ეში­ნო­და, მარ­ტო მე არა, ჩემს მე­გობ­რებ­საც ხა­თუ­ნა­სი ეში­ნო­დათ. ანას­ტა­სი­ას­თან სხვა­ნა­ი­რად. ახლა მე ვარ მკაც­რი ანას­ტა­სი­ას­თან და მე ვი­ღებ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რაც ხა­თუ­ნას ჩემ­ზე ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.“ გააგრძელეთ კითხვა