"სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია"

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია - ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიას აზრით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა „უკიდურესად აუცილებელია“.

„ჩვენ ყველამ - პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით მისმა თანაპარტიელებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ. ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. თუ ჩვენ გვინდა ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ჩამოგდების ნაცვლად მშვიდობა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

IPN