"ერთ-ერთია პოლონეთი, რომელიც მზად არის უზრუნველყოს სააკაშვილის გადაფრენა, მკურნალობა-გადარჩენაც" - რას ფიქრობენ ენმ-ში ექსპრეზიდენტის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე?
მიდის თუ არა პოლიტიკიდან სააკაშვილი, მისი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მისია დვოკატები ავრცელებენ. "დღეს მხოლოდ ერთია მთავარი - მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მარტივი ფორმულაა - მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ მას არ ეპოლიტიკება“ - ამბობს ადვოკატი ვალერი გელბახიანი.
ფაქტია ისიც, რომ ბოლო დღეებში აქტიურად დაიწყო ლაპარაკი სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის გარდაუვალობასა და პოლიტიკიდან საერთოდ წასვლაზე.
"მესამე პრეზიდენტის პოლიტიკიდან ჩამოშორებას გამოვრიცხავ... ახლა მთავარია, მიშა იყოს ჯანმრთელი, ცოცხალი და დარწმუნებული ვარ, ის გამოადგება არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ უკრაინას და მთელს რეგიონს“, - გვეუბნება ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი:
- მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ არის პრიორიტეტული - მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამიტომ ამ ეტაპზე მის გარშემო არანაირ პოლიტიკურ ამბავს არ განვიხილავთ მანამ, ვიდრემის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ვინ რას და როგორ საუბრობს, მერე ვინ როგორ ინტერპრეტაციას ძლევა, არ არის საინტერესო. ზოგი პაპზე მეტი კათოლიკე გამოდგა - ასეთი ადამიანებიც ვნახეთ. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პარტიის აქტიური წევრისთვის, სააკაშვილის თანამებრძოლისთვის და მისი მეგობრისთვის, ერთი რამ არის მთავარი - ადამიანის ჯანმრთელობა. ამის იქით ამ ეტაპზე, აბსოლუტურად, არაფერს განვიხილავთ იმიტომ, რომ თუ ადამიანი არ გადარჩა და ჯანმრთელი არ იქნა, არაფერს აზრი არ ექნება. ამ ეტაპზე საკითხი დგას ასე - გადარჩება, თუ - არა, იქნება ჯანმრთელი, თუ - არა. დანარჩენი, არანაირ განხილვაში არ შევდივართ.
- ადვოკატები მიშას გარეშე გააკეთებდნენ მსგავს განცხადებას? ისიც თქვეს, ხელისუფლება სააკაშვილს გაურიგდა - გაშვების სანაცვლოდ პოლიტიკაზე უარი. ითქვა, რომ საკაშვილის მხრიდან ეს იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და ახლა ჯერი ივანიშვილზეა...
- ჩემი კომენტარი ამაზე არის ის, რაც გითხარით, დანარჩენი არ არის ჩემი საქმე, არც ეს ინტერპრეტაციები. გარიგება გამოგონილი სისულელეა. კაცი გყავს ტყვეობაში და მიზანმიმართულად აგდებ ამ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ქვეყანა ითხოვს, ჩვენ გადაგირჩენთ პრეზიდენტს, ნუ გყავთ ეგ კაცი ტყვეობაში, ნუ კლავთ, ჩვენ წავიყვანთ, მოვუვლით და გამოვაჯანმრთელებთო. მათ შორის, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პოლონეთი, რომელიც მზად არის საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სააკაშვილის გადაფრენა, მკურნალობა-გადარჩენაც, სიცოცხლეც და ყველაფერიც. ორი კვირის წინ ვიყავი სააკაშვილთან, ვნახე და ვესაუბრე მას. გააგრძელეთ კითხვა