"ერთ-ერთია პოლონეთი, რომელიც მზად არის უზრუნველყოს სააკაშვილის გადაფრენა, მკურნალობა-გადარჩენაც" - რას ფიქრობენ ენმ-ში ექსპრეზიდენტის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე? - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთია პოლონეთი, რომელიც მზად არის უზრუნველყოს სააკაშვილის გადაფრენა, მკურნალობა-გადარჩენაც" - რას ფიქრობენ ენმ-ში ექსპრეზიდენტის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე?

მი­დის თუ არა პო­ლი­ტი­კი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლი, მისი პო­ზი­ცია ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ მი­სია დვო­კა­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. "დღეს მხო­ლოდ ერ­თია მთა­ვა­რი - მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე. მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლაა - მისი სი­ცო­ცხლე არის საფრ­თხე­ში, ამი­ტომ მას არ ეპო­ლი­ტი­კე­ბა“ - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი.

ფაქ­ტია ისიც, რომ ბოლო დღე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ლა­პა­რა­კი სა­ა­კაშ­ვი­ლის უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნის გარ­და­უ­ვა­ლო­ბა­სა და პო­ლი­ტი­კი­დან სა­ერ­თოდ წას­ვლა­ზე.

"მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ... ახლა მთა­ვა­რია, მიშა იყოს ჯან­მრთე­ლი, ცო­ცხა­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის გა­მო­ად­გე­ბა არა მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნას, არა­მედ უკ­რა­ი­ნას და მთელს რე­გი­ონს“, - გვე­უბ­ნე­ბა ინ­ტერ­ვი­უ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი:

- მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი რამ არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი - მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე, ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე მის გარ­შე­მო არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ ამ­ბავს არ გან­ვი­ხი­ლავთ მა­ნამ, ვიდ­რე­მის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. ვინ რას და რო­გორ სა­უბ­რობს, მერე ვინ რო­გორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ძლე­ვა, არ არის სა­ინ­ტე­რე­სო. ზოგი პაპ­ზე მეტი კა­თო­ლი­კე გა­მოდ­გა - ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც ვნა­ხეთ. ჩემ­თვის, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის­თვის, პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რის­თვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლის­თვის და მისი მე­გობ­რის­თვის, ერთი რამ არის მთა­ვა­რი - ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა. ამის იქით ამ ეტაპ­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არა­ფერს გან­ვი­ხი­ლავთ იმი­ტომ, რომ თუ ადა­მი­ა­ნი არ გა­დარ­ჩა და ჯან­მრთე­ლი არ იქნა, არა­ფერს აზრი არ ექ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­კი­თხი დგას ასე - გა­დარ­ჩე­ბა, თუ - არა, იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლი, თუ - არა. და­ნარ­ჩე­ნი, არა­ნა­ირ გან­ხილ­ვა­ში არ შევ­დი­ვართ.

- ად­ვო­კა­ტე­ბი მი­შას გა­რე­შე გა­ა­კე­თებ­დნენ მსგავს გან­ცხა­დე­ბას? ისიც თქვეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს გა­უ­რიგ­და - გაშ­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ პო­ლი­ტი­კა­ზე უარი. ით­ქვა, რომ სა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან ეს იყო ნა­ბი­ჯი დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ და ახლა ჯერი ივა­ნიშ­ვილ­ზეა...

- ჩემი კო­მენ­ტა­რი ამა­ზე არის ის, რაც გი­თხა­რით, და­ნარ­ჩე­ნი არ არის ჩემი საქ­მე, არც ეს ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი. გა­რი­გე­ბა გა­მო­გო­ნი­ლი სი­სუ­ლე­ლეა. კაცი გყავს ტყვე­ო­ბა­ში და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აგ­დებ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა ითხოვს, ჩვენ გა­და­გირ­ჩენთ პრე­ზი­დენტს, ნუ გყავთ ეგ კაცი ტყვე­ო­ბა­ში, ნუ კლავთ, ჩვენ წა­ვიყ­ვანთ, მო­ვუვ­ლით და გა­მო­ვა­ჯან­მრთე­ლებ­თო. მათ შო­რის, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს არის პო­ლო­ნე­თი, რო­მე­ლიც მზად არის სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაფ­რე­ნა, მკურ­ნა­ლო­ბა-გა­დარ­ჩე­ნაც, სი­ცო­ცხლეც და ყვე­ლა­ფე­რიც. ორი კვი­რის წინ ვი­ყა­ვი სა­ა­კაშ­ვილ­თან, ვნა­ხე და ვე­სა­უბ­რე მას. გააგრძელეთ კითხვა