"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, იანვარ-ივნისში შემოვიდა 240 000 რუსი ტურისტი" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" - კვირის პალიტრა

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, იანვარ-ივნისში შემოვიდა 240 000 რუსი ტურისტი" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის - "სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­ზე“ თა­ნახ­მად, 2022 წლის იან­ვა­რი-ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 240 000 ადა­მი­ანს შე­ად­გენს, რაც წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზულ ზრდას წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ეკა გი­გა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ,სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 400-მდე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და, რაც 2021 წლის წლი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც კი, 7-ჯერ მე­ტია. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ე­ბის 93% ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­წარ­მოა, რაც იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის სა­კე­თებ­ლად გად­მო­ვი­და.

"გა­ი­ზარ­და რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 240 000 ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც არის სე­რი­ო­ზუ­ლი ზრდა წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 400-მდე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და, რაც 2021 წლის წლი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც კი 7-ჯერ მე­ტია. სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 13,500-მდე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მათი ნა­ხე­ვა­რი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­რე­გის­ტრირ­და; მარ­ტი­დან და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ე­ბის 93% ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­წარ­მოა. ეს იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და ბიზ­ნე­სის სა­კე­თებ­ლად გად­მო­ვი­და. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს რე­გის­ტრა­ცი­ე­ბი ხდე­ბა ფიქ­ტი­ურ მი­სა­მარ­თებ­ზე, მა­გა­ლი­თად აბა­შა­ში, სო­ფელ ქო­ლო­ბან­ში ბოლო 3 თვე­ში და­რე­გის­ტრირ­და 108 რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია, ადი­გე­ნის სოფ­ლებ­ში კი 600 რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია“, - აღ­ნიშ­ნა ეკა გი­გა­ურ­მა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თაც მი­მარ­თავს. მათი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნი რუ­სეთ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბა უნდა იყოს. ამ კუ­თხით, მთავ­რო­ბამ უფრო აქ­ტი­უ­რად და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად უნდა და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე ყვე­ლა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან სუბ­სი­დი­ე­ბი არ უნდა გა­ი­ცეს ისეთ ბიზ­ნეს­ზე, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ზე ეკო­ნო­მი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ზრდის და სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს რუ­სეთ­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გია.

ambebi.ge