"ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შეუქცევადი პროცესი დაწყებულია" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შეუქცევადი პროცესი დაწყებულია"

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, წავა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან,"ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება დიდი ხანია არის, მაგრამ ახლა ვეღარ დამალეს და თემა საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიდა.

"ნამდვილად არ ვიცი, რამდენად გულწრფელია მიხეილ სააკაშვილი იმასთან დაკავშირებით, წავიდა თუ არა პოლიტიკიდან, ამას მე ვერ განვსჯი და არც არის ჩემი საქმე. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ზოგადი შეფასება თუ გაინტერესებთ, მისი მხარდამჭერი გაცილებით მეტია "ნაციონალურ მოძრობაში“, ვიდრე სხვა დანარჩენი. ალბათ, ამანაც გამოიწვია შიდა დაპირისპირება და დიდი ხანია ეს ხდება. უბრალოდ, ახლა ეს დაპირისპირება გარეთ გამოვიდა. ვეღარ დამალეს და საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიდა. ვაღიაროთ ერთი რამ, იმ დარჩენილ მცირე მხარდაჭერებში, მათი დიდი ნაწილი მაინც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერად რჩება. ეს იციან მისი პარტიის წევრებმაც და დაპირისპირების დროს ამას უფრთხილდებიან, აქამდე ცდილობდნენ, რომ დაემალათ, მაგრამ დღეს ვერ დამალეს. ფაქტი ერთია - "ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია“,-განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"